VIDEO: სიტყვები გაიშიფრა - რა უთხრა ბელინგემმა მბაპეს, ვინისიუსსა და როდრიგოს

ავტორი
Aa

ლა ლიგის პირველ ტურში "მალიორკასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება შედგა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა. 

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ჯუდ ბელინგემის სიტყვებმა მიიპყრო, რომელიც ინგლისელმა თავის თანაგუნდელებს მეორე ტაიმის წინ უთხრა:

ჯუდმა მბაპეს, ვინისიუსსა და როდრიგოს მეტი კონცენტრაცია და გოლების გატანა მოსთხოვა: "თქვენ, სამეულო! დააგვირგვინეთ შეტევები. იმიტომ, რომ უკან სირბილი ძნელია".

მბაპე დაეთანხმა: “მეც მაგას ვამბობ. როგორღაც უნდა დავაგვირგვინოთ შეტევები.”

ბელინგემმა დაამატა: კი, ზუსტად. ეცადეთ, ეცადეთ. შეიქმენით სივრცე და დაარტყით.”


Facebook კომენტარები