სტადიონი
სანტიაგო ბერნაბეუ
{title}
  • სახელი
    სანტიაგო ბერნაბეუ
    ტევადობა
    81.044
  • გახსნის თარიღი
    1947 წ
    რეკონსტრუქციის თარიღები
    1995, 2002, 2022
  • მინდვრის ზომა
    105 x 68 მ
    უეფას კატეგორია
    (მე-4 დონე)
  • მადრიდის „რეალის“ სტადიონი „სანტიაგო ბერნაბეუ“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საფეხბურთო არენაა. სამეფო გუნდის მოდეანი 81 254 მაყურებელს იტევს. იგი ესპანეთში სიდიდიეთ ა მისი მშენებლობა 1947 წელს დასრულდა, ხოლო სახელი პრეზიდენტის სანტიაგო ბერნაბეუს საპატივსაცემოდ დაერქვა.

    აღსანიშნავია, რომ ამ მოედანზე გაიმართა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1964 წლის ევროპის ჩემპიონატის შეხვედრები. ამასთან, სტადიონმა უმასპინძლა 1957, 1969, 1980 და 2010 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩებს. მეოცე საუკუნის 40-იან წლებში „რეალის“ ძველი სტადიონი „ჩამარტინი“ შესაბამის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა, რის გამოც საჭირო იყო ახალი მოედნის აშენება. 1944 წელს სანტიაგო ბერნაბეუს და რაფაელ სალგადოს ბანკმა კრედიტი გამოუყო, რათა მათ ახალი სტადიონისთვის მიწა ეყიდათ. იმავე წელს მანუელ მონასტერიომ და ლუის სოლერმა ამ მოედნისს მაკეტი დაამზადეს, 27 ოქტომბერს კი უკვე მშენებლობა დაიწყო.

    აღსანიშნავია, რომ სტადიონს თავიდანვე „სანტიაგო ბერნაბეუ“ არ ერქვა. მისი თავდაპირველი სახელწოდება „ახალი ჩამარტინი“ იყო. ამ მოედანზე პირველი მატჩში „რეალმა“ „ბელენენსეშს“ უმასპინძლა და ანგარიშით, 3:1 დაამარცხა. ახალ სტადიონზე პირველი ისტორიული გოლის ავტორი საბინო ბარინაგა გახლავთ. „ახალი ჩამარტინის“ ტევადობა დაახლოებით 75 000-ს შეადგენდა.

    1954 წელს სტადიონს მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი ტევადობა 102 000-მდე გაიზარდა. 1955 წლის 4 იანვარს კი გადაწყდა, რომ ამ მოედანს კლუბის პრეზიდენტის სანტიაგო ბერნაბეუს სახელი უნდა მიეღო.

    შემდგომი რეკონსტრუქცია სტადიონს 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩაუტარდა, რის შემდეგაც ტევადობა 102 000-დან 90 000-მდე შემცირდა. ცნობისთვის, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ზემოთ აღნიშნული მუნდიალის 5 მატჩი გაიმართა: 3 ჯგუფური ეტაპის, ერთი კი ფინალის.

    მომდევნო მსხვილი რეკონსტრუქცია 1992 წელს იყო. ამჯერად გაიზარდა სტადიონის სიმაღლე - 22 მეტრიდან 45 მეტრამდე. დაყენდა განათების თანამედროვე და უფრო ძლიერი სისტემა. 1998 წელს კი „ბერნაბეუს“ ტევადობა ისევ შემცირდა და იგი 75 328-ს გაუტოლდა.

    2000 წელს კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გახდა. აღსანიშნავია, რომ მან 5 წლის განმავლობაში არენას 127 მილიონი დოლარი დაახარჯა. სწორედ მისი თაოსნობით შემდგარი რეკონსტრუქციის შემდეგ განახლდა აღმოსავლეთ ტრიბუნა, სადაც განთავსდა მაღაზიები, პრესის დარბაზი, VIP ლოჟები. ყოველივე ამის დამსახურებით კი, 2007 წელს „სანტიაგო ბერნაბეუმ“ უეფასგან ელიტარული სტადიონის სტატუსი მიიღო.

    ამჟამად სტადიონის კიდევ ერთი რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ფლორენტინო პერესი ქომაგებს უახლესი სტანდარტების, კიდევ უფრო მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის მქონე არენას დაჰპირდა. მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო ამჟამად "რეალი" საშინაო მატჩებს "ალფრედო დი სტეფანოზე" ატარებს.