4 საათის და 4 წუთის წინ
რობერტ ლევანდოვსკის საინტერესო განცხადება მადრიდის "რეალზე"
რობერტ ლევანდოვსკის საინტერესო განცხადება მადრიდის "რეალზე"
ავტორი
Aa

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა. 

კერძოდ, პოლონელმა ფეხბურთელმა მადრიდის "რეალზე" ისაუბრა. 

"ფეხბურთელების შედარება, მითუმეტეს ასეთ ახალგაზრდულ ასაკში არაფრით არ შეიძლება. „რეალის“ ხელმძღვანელებმა ლამის დაიჯერეს, რომ მასტანტუონოს სახით ახალი ლამინ იამალი იპოვეს, მაგრამ ეს შეუძლებელია. 

"ლამინის მსგავსი ტალანტები ყველა ქალაქში და ყოველ წელიწადს კი არა, არამედ ათ წელიწადში ერთხელ თუ იბადებიან. 

"ბევრი ცდილობდა, მაგრამ იპოვეს ლიონელ მესის, ან კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი ფეხბურთელები? ვერა და ვერც იპოვიან, რადგან ისინი უნიკალურები არიან", - თქვა ლევანდოვსკიმ.


Facebook კომენტარები