
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში “რეალ ბეტისმა” შინ მადრიდის “რეალი” მიიღო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ სევილიური გუნდიდან ერთადერთი გოლის ავტორს, აიტორ რუიბალს კითხეს, არის თუ არა მისთვის ჯუდ ბელინგემი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე.
რუიბალმა კი მსგავსი პასუხი გასცა:
“როდესაც მესი ისევ ფეხბურთს თამაშობს, ვერავინ სხვა ვერ იქნება საუკეთესო”. - განაცხადა რუიბალმა.
Facebook კომენტარები