მშობლებისთვის უმთავრესი მათი პატარების უსაფრთხოებაა, ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ ისინი უპირატესობას ნატურალური ნივთიერებისგან შემდგარ საშუალებებს ანიჭებენ, რომელთა რიგსაც მიეკუთვნება დიალაკის წვეთები.
დიალაკის წვეთები ბავშვების საყვარელი პრეპარატია, იგი სასიამოვნო გემოს მქონე, იოლად მისაღები საშუალებაა. მშობლებს განსაკუთრებით ამშვიდებს ის ფაქტი, რომ დიალაკი არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს.
მისი აქტიური შემადგენელი ნივთიერება სიმეტიკონია. წვეთები შინაგანი მიღებისთვის არის განკუთვნილი და ბანანის გემო აქვს — ამიტომაც უყვართ იგი განსაკუთრებით ბავშვებს. დიალაკი გამოიყენება შებერილობის სიმპტომების მოსახსნელად და განკუთვნილია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. მოდით, უკეთ გავერკვეთ მის თვისებებში:
როდის და როგორ მუშაობს დიკლაკის წვეთები
დიალაკის წვეთები ემულსიის ფორმით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები;
- გასტრო-ინტესტინალური მწვავე ტკივილი ჩვილებსა და ახალშობილებში;
- ჩვილების აგზნებადობა-ნევროზულობა;
- კვებითი დარღვევები;
- მუცლის ღრუს ორგანოებზე დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის მოსამზადებლად.
მისი მოქმედების მექანიზმი ამგვარია: პრეპარატის მთავარი მოქმედი ნივთიერება — სიმეტიკონი შლის აირის ბუშტუკების საკვებ მასას კუჭისა და წვრილი ნაწლავის ლორწოში. შემდეგ კი გამოთავისუფლებული აირები შეიწოვება ნაწლავის კედლებში და გამოიყოფა ნაწლავის კედლის აქტიური მოძრაობის ხარჯზე.
როგორია დიკლაკის წვეთების გვერდითი ეფექტები — რისი ცოდნაა საჭირო დიალაკის მიღებამდე
ზოგადად, დიალაკის წვეთები უსაფრთხოდ ითვლება ბავშვებისთვის. თუმცა, როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, მასაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული სახის გვერდითი ეფექტები. მისი ძირითადი გვერდითი მოვლენები კი შემდეგია:
- მეტეორიზმი (გაზების დაგროვება);
- მუცლის ტკივილი და დისკომფორტი.
მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას: თუ ბავშვს აქვს ალერგია სიმეტიკონის ან სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ. დიალაკის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოქმედება დღემდე არ აღინიშნება, თუმცა გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე, არ აღინიშნება მისი უარყოფითი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
როგორია დიალაკის დოზირება ბავშვებში
დიალაკის წვეთების დოზირება ბავშვებში ამგვარია:
- ახალშობილებსა და ჩვილებს უმატებენ 25 წვეთს (1 მლ) ყოველი კვების დროს, ბავშვის საკვებ ბოთლში ან აძლევენ ძუძუთი კვების წინ ან შემდეგ;
- 1-6 წლის ასაკის ბავშვებს 25 წვეთი (1 მლ) 3-5-ჯერ დღე-ღამეში;
- 6-14 წლის ასაკის ბავშვებს 25-50 წვეთი (1-2 მლ) 3-5-ჯერ დღე-ღამეში;
- 14 წლის ზემოთ მოზარდები და მოზრდილები 2 მლ 3-5-ჯერ დღე-ღამეში.
რაც შეეხება გამოყენების წესს, იგი უმარტივესია: გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ და დაიჭირეთ ვერტიკალურად, თავით ქვემოთ, რათა წვეთები ფლაკონიდან კარგად გამოვიდეს.
შეგახსენებთ, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში და ბავშვისთვის საჭირო დოზირების დასანიშნად მიმართეთ ექიმს, რომლის რეკომენდაციით მკურნალობა მეტად ეფექტიანი იქნება თქვენი პატარებისთვის.