1 წლის და 8 თვის წინ
ფაბრიციო რომანო: "ვფიქრობ, ბელინგემი "რეალის" ფეხბურთელი გახდება"
ფაბრიციო რომანო: "ვფიქრობ, ბელინგემი "რეალის" ფეხბურთელი გახდება"
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბორუსიას "დორტმუნდის" ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემია.

ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდელებმა მოთამაშის წარმომადგენლებთან სატრანსფერო საკითხებზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გავლენიანმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გააკეთა.

"დიახ, ინგლისელის "სამეფო გუნდში" ტრანსფერი საკმაოდ რეალურია.

"ვფიქრობ, ბელინგემი "რეალის" ფეხბურთელი გახდება", - განაცხადა ფაბრიციომ.

აქვე გეტყვით, რომ "თეთრებს" 19 წლის მოთამაშის დამატება მინიმუმ 120 მილიონი ევრო დაუჯდებათ.



Facebook კომენტარები