როგორც მოგეხსენებათ, ხვალ მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ხეტაფეს" მიიღებს.
ვინაიდან "სამეფო გუნდს" შუა კვირაში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი თამაში ელის, მოსალოდნელია, რომ კარლო ანჩელოტი ლა ლიგის მომდევნო ტურში როტაციას მიმართავს.
იტალიელის სპეციალისტის თქმით, მოთამაშეთა ნაწილი "ხეტაფეს" წინააღმდეგ დაისვენებს, რათა "ქალაქელებთან" საპასუხო დაპირისპირებას გუნდი მომზადებული შეხვდეს.
"Marca"-ს ინფორმაციით, არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ ხვალინდელ თამაშში "ბლანკოსის" შეტევის ხაზში მოულოდნელი რამ ვიხილოთ.
კერძოდ, როგორც წყარო იტყობინება, დიდი შანსია, მადრიდელთა სასტარტო თერთმეტეულში მარიანო დიასი და ედენ აზარი ერთდროულად მოხვდნენ.
იმის გამო, რომ ამ ორს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა, მათ თავის გამოჩენის კარგი შანსი მიეცემათ.
ცნობისთვის, "რეალისა" და "ხეტაფეს" თამაში ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.