მადრიდის "რეალისა" და "ხეტაფეს" მატჩის წინ, კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.
"ხვალინდელ თამაშში გამარჯვება გვსურს. ჩვენი კონცენტრაცია "სიტისკენ" არ არის.
"ვინ ითამაშებს ცენტრალურ მცველად საპასუხო დაპირისპირებაში? ამ საკითხზე ბევრი ეჭვი მაქვს.
"კურტუა ხვალინდელ შეხვედრას სასტარტოდან დაიწყებს. ვინისიუსზე ჯერ არ ვიცი. ვნახოთ, როგორ იქნება ხვალ.
"ხვალ ახალ და ენერგიულ შემადგენლობას დავაყენებ.
"არ ვიტყვი, თუ ვინ დაწყებს სასტარტოდან. არ მსურს, რომ მეტოქეს უპირატესობა მივცე.
"ზოგი მოთამაშე გადაიღალა, ამიტომ არ გავრისკავ და მათ არ ვათამაშებ.
"კურტუა? ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ის ბურთების მოგერიების დროს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელსაც კარგად იყენებს. ამასთანავე, კარგად თამაშობს ფეხით.
"სებალიოსი და მენდი "ხეტაფესთან" მატჩში დაგვიბრუნდებიან.
"სამშაბათს გამართულ შეხვედრაში ბენზემამ, ალაბამ და როდრიგომ მცირე დარტყმები მიიღეს.
"სებალოსისა და ასენსიოს მომავალი? ეს ძალიან მალე გადაწყდება.
"ვინისიუსი? ის ან საუკეთესო მოთამაშეა მთელს მსოფლიოში, ან ამასთან ძალიან ახლოსაა", - თქვა იტალიელმა.