როგორც მოგეხსენებათ, კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და სულ მალე საკლუბო ფეხბურთიც განახლდება.
ამასთანავე, ძალიან მალე, ასევე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაც გაიხსნება და მომსვლელების და წამსვლელების ვინაობაც გაირკვევა.
აღსანიშანვია, რომ მადრიდის "რეალი" იანვარში, ფეხბურთელების ყიდვის კუთხით, დიდ აქტიურობას არ გეგმავს, თუმცა კლუბი, შესაძლოა, რამდენიმე მოთამაშემ დატოვოს.
ცნობილი ვებგვერდის "Tribuna.com"-ის ცნობით, ასეთი ფეხბურთელები არინან: მარკო ასენსიო, ალვარო ოდრიოსოლა, მარიანო დიასი, ედენ აზარი და ნაჩო ფერნანდესი.
ამ უკანასკნელმა "სამეფო გუნდთან" მოლაპარაკაბები რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა და რეალური შანსია იმისა, რომ ესპანელი სხვა კლუბის რიგებშიც ვიხილოთ.
ასე და ამგვარად, თუ ვინ დატოვეს მადრიდელთა რიგებს, ამას ძალიან მალე გავიგებთ.