1 წლის და 8 თვის წინ
შემოთავაზება პრემიერ ლიგიდან - ვის სურს ასენსიოს დამატება
შემოთავაზება პრემიერ ლიგიდან - ვის სურს ასენსიოს დამატება
ავტორი
Aa

ცნობილმა გამოცემა "BILD"-მა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის მარკო ასენსიოს შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, ესპანელი შემტევის გადაბირებით "ასტონ ვილაა" დაინტერესებული.

როგორც ირკვევა, "ლომების" მთავარი მწრთვნელის უნაი ემერის სურვილია, რომ 27 წლის თავდამსხმელი თავისი გუნდის რიგებში იხილოს.

ამასთანავე, ბირმინგემელები მზად არიან, მას წლიური ხელფასის სახით 8 მილიონი ევრო შესთავაზონ, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ახლა "ბლანკოსში" აქვს.

რაც შეეხება თავად ფეხბურთელის სურვილს, როგორც ცნობილია, მას "სამეფო გუნდში" დარჩენა და კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

ცნობისთვის მარკოს "თეთრებთან" ამჟამინდელი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულში უმთავრდება.


Facebook კომენტარები