2 წლის და 1 თვის წინ
"რეალი" ენცო ფერნანდესის აგენტს დაუკავშირდა
"რეალი" ენცო ფერნანდესის აგენტს დაუკავშირდა
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალი" ახალგაზრდა არგენტინელი ნახევარმცველის ენცო ფერნანდესის დამატებით ინტერესდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელები მას ჯუდ ბელინგემის ალტერნატივად მოისაზრებენ.

უკანასკნელი ცნობების თანახმად კი "ბლანკოსი" მის აგენტს უკვე დაუკავშირდა და მათი ინტერესის შესახებ აცნობა.

აქვე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ "რეალს" ეს ტრანსფერი მცირე თანხა ნამდვილად არ დაუჯდება, რადგან როგორც იწერება, მის სანაცვლოდ კლუბს დაახლოებთ 80 მილიონის გაღება მოუწევს.


Facebook კომენტარები