1 წლის წინ
"ანჩელოტისთან ერთად ძალიან ბედნიერები ვართ" - პერესის კომენტარი ფინალის შემდეგ
"ანჩელოტისთან ერთად ძალიან ბედნიერები ვართ" - პერესის კომენტარი ფინალის შემდეგ
ავტორი
Aa

როგორც იცით, 6 მაისს მადრიდის "რეალმა" კოპა დელ რეის ფინალში "ოსაუსნა" დაამარცხა და 9 წლის შემდეგ ამ ტიტულს პირველად დაეუფლა.

მატჩის შემდეგ "ბლანკოსის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, ვინისიუსისა და როდრიგოს თამაშით კიდევ 10 წელი ვისიამოვნებთ.

"ვინისიუსის წინააღმდეგ ძალიან ბევრჯერ დაჯარიმდნენ. არ მესმის  რატომ ხდება ეს ასე. მოთამაშეები დაცულები უნდა იყვნენ.

"კარლო ანჩელოტისთან ერთად ძალიან ბედნიერები ვართ. 

"სამშაბათს მატჩს ცოტა დაღლილები შევხდებით, თუმცა ფეხბურთელები ბოლომდე იბრძოლებენ. დასვენების დრო არ არის.

"ანჩელოტის წასვლა? არც კი მინდა ამის გაგონება. მას კიდევ ერთი წელი აქვს კონტრაქტში", - განაცხადა პერესმა.


Facebook კომენტარები