1 წლის და 9 თვის წინ
გაირკვა - რა შემთხვევაში შეიძენს "რეალი" კვარაცხელიას
გაირკვა - რა შემთხვევაში შეიძენს "რეალი" კვარაცხელიას
ავტორი
Aa

"ნაპოლის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის "რეალთან" უკვე არაერთგზის დააკავშირეს.

მის მიმართ სიმპათიები მადრიდელთა მთავარ მწრთვნელს კარლო ანჩელოტისაც აქვს და ამას ღიადაც აღიარებს.

ამჯერად ახალ, საინტერესო ცნობებს Cadena SER ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, "სამეფო გუნდი" კვარასთვის იმ შემთხვევაში იბრძოლებს, თუ მათ ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი არ გამოუვათ.

მოგეხსენებათ, ინგლისელი ნახევარმცველი "ბლანკოსის" მთავარ სამიზნედ განიხილება და ზაფხულში "რეალი" რესურს სწორედ მისკენ მიმართავს.

თუმცა თუ ზემოთ აღნიშნულ წყაროს ვენდობით, თუ ჯუდის ტრანსფერი არ შედგა, მადრიდელები ქართველ ფეხბურთელზე გადაერთვებიან.


Facebook კომენტარები