ჟურნალისტი ეკრემ კონური ირწმუნება, რომ მადრიდის "რეალი" საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდება.
კონურის ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" 21 წლის ვარსკვლავში ედენ აზარის შემცვლელს ხედავს. ბელგიელი ფეხბურთელის "სანტიაგო ბერნაბეუდან" ზაფხულში აბარგების შანსი საკმაოდ დიდია, ამიტომ "თეთრებმა" თვალი კვარას დაადგეს."ბლანკოსს" რომ ახალგაზრდა შემტევებზე ფსონის დადების არ ეშინია, ამას როდრიგოსა და ვინისიუსის მაგალითებიც ადასტურებენ.
მაშასადამე, კვარაცხელიას გამოუცდელობა მათთვის შემაფერხებელ ფაქტორს არ უნდა წარმოადგენდეს.სხვათა შორის, ჟურნალისტი გვახსენებს, რომ თუ "რეალს" "პარტენოპეის" 77 ნომერის ყიდვა მოუნდება, სოლიდური თანხის გადახდაც მოუწევს.
ცნობისთვის, გუშინ კვარა "ლივერპულს", "ჩელსის", "ტოტენჰემსა" და "ლივერპულსაც" დაუკავშირეს.