1 წლის და 9 თვის წინ
რაზეა დამოკიდებული ბრაჰიმ დიასის "რეალში" დაბრუნება - საინტერესო ცნობები
რაზეა დამოკიდებული ბრაჰიმ დიასის "რეალში" დაბრუნება - საინტერესო ცნობები
ავტორი
Aa

გასული თვის განმავლობაში ბრაჰიმ დიასის მადრიდის "რეალში" შესაძლო დაბრუნებაზე მედიაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.

მოგეხსენებათ, ესპანელი ფეხბურთელი ამჟამად "მილანის" რიგებში იჯარით თამაშობს და საკმაოდ კარგ სეზონსაც ატარებს.

"El Nacional"-ის ინფორმაციით, ბრაჰიმის "ბლანკოსში" დაბრუნების საკითხი მარკო ასენსიოზე დამოკიდებული.

წყაროს ცნობით, თუ მარკო კარიერას კვლავ მადრიდელთა რიგებში გააგრძელებს და კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, დიასი "როსონერიში" დარჩება.

თავის მხრივ, მილანელთა სურვილი 23 წლის მოთამაშის შენარჩუნებაა, რაც გუნდს დაახლოებით 20-22 მილიონი ევრო დაუჯდება.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ბრაჰიმმა იტალიური გუნდის შემადგენლობაში 37 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლთან ერთად, 5 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები