3 წლის წინ
რონალდუმ მადრიდი დატოვა - სად მიემგზავრება პორტუგალიელი
რონალდუმ მადრიდი დატოვა - სად მიემგზავრება პორტუგალიელი
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის "რეალის" ბაზაზე ივარჯიშა, რასაც მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

პორტუგალიელის "სამეფო გუნდში" დაბრუნებასთან დაკავშირებით არაერთი ცნობა გავრცელდა, თუმცა როგორც გაირკვა, კრიშტიანუმ "ვალდებებასზე" უბრალოდ ინდივიდუალური ვარჯიშები ჩაატარა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, "Marca"-მ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის ცნობითაც, რონალდუმ მადრიდი უკვე დატოვა.

წყარო აქვე დასძენს, რომ 37 წლის ლეგენდას გეზი არაბთა გაერთიანებული საემიროებისაკენ, კერძოდ, დუბაისკენ აქვს აღებული.

ასე და ამაგვარად, ჯერჯერობით ამ საკითხზე სხვა ცნობები არ გავრცელებულა და რონალდუს მომავალი კლუბის ვინაობას, დიდი ალბათობით, ამ ზამთარშივე გავიგებთ.


Facebook კომენტარები