1 წლის და 7 თვის წინ
"რეალის" სიტუაცია დამძიმდა - როგორია "ბარსას" გაჩემპიონების სავარაუდო გზები
"რეალის" სიტუაცია დამძიმდა - როგორია "ბარსას" გაჩემპიონების სავარაუდო გზები
ავტორი
Aa

როგორც იცით, ლა ლიგის წინა ტურში მადრიდის "რეალი" გასვლაზე რეალ "სოსიედადს" დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.

ამ წაგების შემდეგ, კატალონიის "ბარსელონასთან" ქულებს შორის სხვაობა 14-მდე გაიზარდა. გასულ ტურში კატალონიელებმა შინ "ოსასუნა" მიიღეს და მინიმალური სხვაობით, 1:0 იმარჯვეს.

იმ შემთხვევაში, თუ 14 მაისს "ბლაუგრანა" "ესპანიოლს" საგარეო შეხვედრაში აჯობებს, კატალონიური გრანდი მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდება. 

არსებობს შანსი, ჩავის გუნდი "ესპანიოლთან" თამაშამდეც გაჩემპიონდეს. საამისოდ "ბლანკოსმა" "ხეტაფესთან", ხოლო "ატლეტიკომ" "ელჩესთან" უნდა დაკარგონ ქულები. ორივე ეს მატჩი კატალონიურ დერბიმდე გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ "სამეფო გუნდი" "ხეტაფეს" წინააღმდეგ თამაშს 13 მაისს ჩაატარებს.


Facebook კომენტარები