როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის მომდევნო ტურში მადრიდის "რეალი" "რეალ სოსიედადს" ესტუმრება.
აღნიშნული თამაშის წინ კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ალაბა ამ შეხვედრაში არ ითამაშებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შევაფასოთ.
"დაიწყებს თუ არა ბენზემა სასტარტოდან? ის ცოტა დაღლილი იყო, თუმცა თავს კარგად გრძნობს. მას თამაში შეუძლია.
"სჭირდება თუ არა ვინისიუსს წითელი ბარათი ჭკუის სწავლისთვის? არა, ყვითელი ბარათებიც საკმარისია.
"ვინისა და როდრიგოს მსგავსი მოთამაშეების პოვნა ძალიან რთულია.
"უკვე ვთქვი, რომ ჩემს მომავალზე არ ვლაპარაკობ. ბრაზილიის დაწასებული ვადა სისულელეა. ეს სიმართლე არაა და არავისთან არ მისაუბრია.
"სამომავლო გეგმებში ფორვარდის შეძენა შედის. მიუხედავად იმისა, რომ კარიმი ბრწყინვალედ თამაშობს, ის ასაკშია.
"ტაკეფუსა კუბო? ის ჩვენთან იმყოფებოდა. მის მომავალთან დაკავშირებით სავარაუდოდ, ვისაუბრებთ.
"იანისის განცხადებას 100%-ით ვეთანხმები. მისი ნათქვამი შთამბეჭდავი იყო. მარცხი, ცხოვრებასა და სპორტში არის მცდელობა, რომ გააკეთო რაიმე. სპორტში უფრო მეტს აგებ, ვიდრე იგებ. ეს ყველგან ასეა, რაც არ უნდა გამოცდილი იყო", - განაცხადა იტალიელმა.