ცნობილმა ვებგვერდა "Transfermarkt"-მა ფეხბურთელთა სატრასნფერო ღირებულებები განაახლა.
აღსანიშნავია, რომ ლა ლიგაში ყვეალზე მაღალფასიანი მოთამაშე მადრიდის "რეალის" გარემარბი ვინისიუს ჟუნიორია, რომლის ფასი 120 მილიონ ევროს შეადგენს.
ბუნებრივია, ვინი ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ გუნდშიც შედის, სადაც გარდა ბრაზილიელისა, "ბლანკოსიდან" კიდევ 6 მოთამაშე მოხვდა.
სრული გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: ტიბო კურტუა (60 მილიონი ევრო);
მცველები: რონალდ არაუხო (70 მილიონი ევრო), ედერ მილიტაო (70 მილიონი ევრო), ჟიულ კუნდე (60 მილიონი ევრო), დავიდ ალაბა (50 მილიონი ევრო);
ნახევარმცველები: პედრი (100 მილიონი ევრო), ფედე ვალვერდე (100 მილიონი ევრო), ორელიენ ჩუამენი (90 მილიონი ევრო)
შემტევები: ვინისიუსი (120 მილიონი ევრო), როდრიგო (80 მილიონი ევრო), უსმან დემბელე (60 მილიონი ევრო).