1 წლის და 4 თვის წინ
"ჩემს მოთამაშეებს კარგად ვიცნობ" - ანჩელოტი "ალმერიასთან" მატჩის შემდეგ
"ჩემს მოთამაშეებს კარგად ვიცნობ" - ანჩელოტი "ალმერიასთან" მატჩის შემდეგ
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ "ალმერიასთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

"ვინის წინააღმდეგ უფრო და უფრო მეტი ჯარიმაა. იგი აპროტესტებს იმიტომ, რომ ეს მართლაც მეტისმეტია."

"ბენზემა კარგადაა. მან საკუთარი დონე დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა."

"ბოლო 2 მატჩში 6 გოლი გავუშვით, მაგრამ ამაზე არ ვღელავ, რადგან ჩემს მოთამაშეებს ვიცნობ. ის, რაც არ მომწონს, არის კონცენტრაციის დაკარგვა მოედანზე."

"მოდრიჩი? ამ კვირაში ყველაფერს დავაკვირდებით და გადავწყვეტთ, ვინ შეცვლის ლუკას."

"ვინისიუსს უკვე 10 ყვითელი ბარათი აქვს. რა შემიძლია ამაზე ვთქვა? ლალიგის ყველაზე უხეშ ფეხბურთელებსაც კი არ აქვთ ამდენი, ეს შოკისმომგვრელია." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.


Facebook კომენტარები