1 წლის და 9 თვის წინ
ცნობილია -  რა თანხად შეელევა "რეალი" მენდის
ცნობილია - რა თანხად შეელევა "რეალი" მენდის
ავტორი
Aa

ბოლო დღებია, რაც ფერლან მენდის მადრიდის "რეალიდან" შესაძლო წასვლაზე მედიაში ხშირად წერენ.

ფრანგი ფეხბურთელის არასტაბილურობის გამო, მის გაყიდვაზე "სამეფო გუნდში" აქტიურად საუბრობენ.

თომას გონსალესის ინფორმაციით, "ბლანკოსმა" 27 წლის მარცხენა მცველს სატრანსფერო ფასი დაადო. 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მსურველი კლუბი მენდის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდის, "ბლანკოსი" მას დაუფიქრებლად გაყიდის. 

აქვე გეტყვით, რომ ფერლანს მადრიდელებთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2025 წელს უმთავრდება.



Facebook კომენტარები