მადრიდის "რეალისა" და "ალმერიას" მატჩის წინ კარლო ანჩელოტიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
"ჟირონასთან ცუდად ვითამაშეთ. გვურს, რომ ალმერიასთან კარგი თამაში ჩავატაროთ.
"მეტოქეები ვინისიუსის დაშავებას ცდილობენ? დიახ, ეს ფაქტი გვაღელვებს.
"მოდრიჩი? ის დაშავებულია. არ ვიცით, როდის დაბრუნდება. იმედი მაქვს, ლუკა ძალიან მალე გამოჯანმრთელდება.
"არ ვიცი, მოდრიჩი კოპა დელ რეის ფინალს ითამაშებს თუ არა.
"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ფეხბურთელები სეზონის ამ ნაწილისთვის მზად არიან. გვინდა გავიმეოროთ ის, რაც გასულ სეზონში გავაკეთეთ.
"რა არის პრობლემა? ფოკუსი. ყოველთვის 100%-ით ფოკუსირებულნი არ ვართ.
"ლა ლიგაში კარგად ვერ ვითამაშეთ, ვიცი. ახლა ჩვენ მთელი ტურადღება ჩემპიონთა ლიგასა და კოპა დელ რეიზე უნდა გავამახვილოთ.
"ჩემი მომავალი ჩემპიონთა ლიგაზეა დამოკიდებული? არა, ეს Სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი მომავალი კონტრაქტში უკვე დაწერილია. მინიმუმ 2024 წლამდე.
"მოდრიჩის შემცვლელი? მას ვერ შევცვლით. ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. გვყავს სებალოსი, კამავინგა და ვალვერდე.
"მხოლოდ 3 დღე სხვაობა კოპა დელ რეის ფინალსა და ჩემპიონთა ლიგის მატჩს შორის? შესაძლოა, ფინალში დამატებით დროის თამაშიც მოგვიწიოს. მატჩის შემდეგ ერთი ღამით სევილიაში დავრჩებით და მადრიდში ორაშაბათს ვივარჯიშებთ.
"სიტი დიდი გუნდია და ეს საიდუმლო არ არის. რაც შემიძლია გითხრათ არის, რომ თამაშით ვისიამოვნებთ", - განაცხადა იტალიელმა.