1 წლის და 8 თვის წინ
"რეალის" ორი ფეხბურთელი, რომელთა "ალმერიასთან" თამაში ეჭვქვეშ დგას
"რეალის" ორი ფეხბურთელი, რომელთა "ალმერიასთან" თამაში ეჭვქვეშ დგას
ავტორი
Aa

ლა ლიგის 32-ე ტურში მადრიდის "რეალის" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ალმერიას" უმასპინძლებს.

მოგეხსენებათ, ფერლან მენდი და დავიდ ალაბა ტრავმირებუნი არიან, რის გამოც ისინი ამ დაპირისპირებას გამოტოვებენ.

გარდა ამ ორი ფეხბურთელისა, არის შანსი, რომ "ბლანკოსის" მომდევნო თამაში ლუკა მოდრიჩმაც და მარკო ასენსიომაც გამოტოვონ.

როგორც გამოცემა "Marca" წერს, მათი აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის საკითხი ჯერჯერობით ეჭვქვეშ დგას და საბოლოო პასუხი მატჩის წინა დღეს იქნება ცნობილი.

აქვე გეტყვით, რომ "რეალსა" და "ალმერიას" შორის დაპირისპირება 29 აპრილს, ჩვენი დროით 20:30 საათზე შედგება.


Facebook კომენტარები