2 წლის და 8 თვის წინ
"ალ-ნასრი" რონალდუს ხელფასის მხოლოდ 10%-ს უხდის - მოულოდნელი ინფორმაცია
ავტორი
Aa
რამდენიმე თვის წინ, კრიშტიანუ რონალდუმ ევროპული ფეხბურთი მიატოვა და კარიერა სხვა კონტინენტზე, საუდის არაბეთის ლიგაში გააგრძელა.
რონალდუმ "ალ-ნასრისთან" ძალიან ძვირადღირებული კონტრაქტი გააფორმა - მისი ანაზღაურება სეზონში 200 მილიონი ევროა.
The Athletic-ის გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი თავდამსხმელი "ალ-ნასრიდან" ხელფასის მხოლოდ 10 პროცენტს იღებს.
როგორც გაირკვა, 37 წლის ლეგენდას ხელფასის დანარჩენ ნაწილს (90%) საუდის არაბეთის ბიუჯეტიდან უხდიან.
ამ დროისთვის, არ არის დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რატომ ხდება ეს ასე.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ