1 წლის და 8 თვის წინ
"რეალი" დამარცხდა - რამდენი ქულა სჭირდება "ბარსას" ლა ლიგის ჩემპიონობისთვის
"რეალი" დამარცხდა - რამდენი ქულა სჭირდება "ბარსას" ლა ლიგის ჩემპიონობისთვის
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალი" გუშინ "ჟირონასთან" დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონას" სატურნირო ცხრილში უპირატესობის 14 ქულამდე გაზრდის შანსი ეძლევა.

ბუნებრივია, ყველა გულშემატკივარს ახლა ის აინტერესებს, თუ კიდევ რამდენი გამარჯვება უნდა მოიპოვონ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა", რათა ლა ლიგის ჩემპიონობა გაინაღდონ.

საამისოდ "ბარსას" კიდევ 11 ქულა, ანუ მინუმუმ 4 მოგება სჭირდება. 

"სამეფო კლუბს" 7 მატჩი აქვს დარჩენილი. ამჟამად მათ ანგარიშზე 65 ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 86 ქულაზე მეტს ვერაფრით აიღებენ. 76-ქულიანმა "ბარსელონამ" 86 ქულიანი ნიშნულის გადასალახად 4 შეხვედრა უნდა მოიგოს.

მაშასადამე, თუ მომდევნო 3 ტურში არც "რეალი" დაკარგავს ქულებს და არც "ბარსელონა", ჩავის გუნდს გაჩემპიონება 34-ე ტურში, "ესპანიოლთან" შეეძლება.

მოგახსენებთ, რომ "ბლანკოსი" ლა ლიგაში მომდევნო მატჩს 29 აპრილს, "ალმერიას" წინააღმდეგ გამართავს.


Facebook კომენტარები