2 წლის და 8 თვის წინ
რამდენ ხანს იუქმებს აზარი ტრავმის გამო - ახალი ცნობები
ავტორი
Aa
ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, მარიო კორტეხანამ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, ედენ აზარის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბელგიელის ტრავმა არცთუისე სერიოზულია, რის გამოც ის მხოლოდ 2-3 დღე იუქმებს.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ედენი "სამეფო გუნდს", სავარაუდოდ, "ალმერიასთან" შეხვედრისთვის დაუბრუნდება.
აქვე გეტყვით, აზარმა მიმდინარე სეზონში მადრიდელთა რიგებში 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი და 2 საგოლე პასიც მიითვალა.
რაც შეეხება "ბლანკოსის" მომდევნო მეტოქეს, "თეთრები" დღეს გასვლაზე "ალმერიას" დაუპირსიპირდებიან.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ