1 წლის და 5 თვის წინ
კურტუა: "ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გაკვეთილი, რაც "ატლეტიკოში" ვისწავლე"
კურტუა: "ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გაკვეთილი, რაც "ატლეტიკოში" ვისწავლე"
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუამ მედიასთან რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

გთავაზობთ, მცირე ამონარიდს ბელგიელის ინტერვიუდან.

"იღბლიანი ვარ, რომ "ატლეტიკოსა" და "ჩელსიში" ვითამაშე. რა თქმა უნდა, ეს კარგი გუნდებია, მაგრამ "ბლანკოსი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.

"ფლორენტინო პერესს ჩვენი გამარჯვება ყოველთვის სურს. ის თითქმის ჩვენს ყველა შეხვედრას ესწრება. პერესი ნამდვილად კარგი პრეზიდენტია.

"ბრაზილიელ თანაგუნდელებთან ერთად ბევრს ვიცინი, მაგრამ ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან და მათი ინტერესები მოედნის მიღმა განსხვავდება ჩემისგან.

"ატლეტიკოში" ყოფნინსას მივხვდი, რომ ყველას არ უნდა ვენდო. ზოგი ადამიანი ფულის გამო დამიახლოვდა. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გაკვეთილი, რაც ამ გუნდში ვისწავლე", განაცხადა ბელგიელმა.


Facebook კომენტარები