ლა ლიგის 31-ე ტურში მადრიდის "რეალი" "მონტილივეზე" "ჟირონას" ესტუმრება და მორიგი სამი ქულის მოპოვებას ეცდება.
აღსანიშნავია, რომ "სამეფო გუნდს" ლიდერი, კარიმ ბენზემა გამოაკლდება, რომელიც თანაგუნდელებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.
რაც შეეხება მის შემცვლელს, მოსალოდნელია, რომ ფრანგის ადგილს როდრიგო გოეში დაიკავებს, რომელსაც მიმდინარე სეზონში ფორვარდად თამაში რამდენჯერმე მოუწია.
დაცვის მარცხენა ფლანგზე კი ნაჩო ფერნანდეს მოელიან და ვარაუდობენ, რომ ფერლან მენდისა და ედუარდო კამავინგას არ ყოფნაში ამ პოზიციას სწორედ ესპანელი ჩაიბარებს.
"Marca"-ს ვერსიით, "რეალის" სავარაუდო შემადგენლობა "ჟირონასთან" თამაშისთვის ასეთია:
მეკარე: კურტუა;
მცველები: ნაჩო, რუდიგერი, მილიტაო, კარვახალი;
ნახევარმცველები: მოდრიჩი, ჩუამენი, კროოსი;
შემტევები: ვინისიუსი, როდრიგო, ასენსიო.