1 წლის და 5 თვის წინ
ანჩელოტის პრესკონფერენცია "ჟირონასთან" მატჩის წინ
ანჩელოტის პრესკონფერენცია "ჟირონასთან" მატჩის წინ
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" და "ჟირონას" შეხედრის წინ კარლო ანჩელოტიმ მედიის წარმომადგენლებთან რამდენიმე თემაზე ისაუბრა.

"ბენზემა და კამავინგა ხვალ არ ითამაშებენ. როდრიგოს არ უვარჯიშია, მაგრამ ხვალ ითამაშებს.

"სავარაუდოდ, დავიდ ალაბა მზად კოპა დელ რეის ფინალისთვის იქნება.

"11 ქულიანი სხვაობა არ ასახავს იმას, რაც ვნახეთ თამაშების დროს. "ბლანკოსი" და "ბარსელონა" ხარისხობრივად არც ისე შორს არიან.

"ბენზემა და კამავინგა "ალემერიასთან" მატჩისთვის დაბრუნდებიან.

"ლეო მესის "ბარსაში" შესაძლო დაბრუნება? მას შეუძლია ის გააკეთა, რაც სურს. ამაზე არ ვფიქრობ. არგენტინელი, როგორც ფეხბურთელი ძალიან მომმწონს, თუმცა ეს კატალონიელების საქმეა.

"ბენზემა? ის ყოველთვის თამაშობს და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.

"კამავინგა ძალიან ახალგაზრდაა, ტაქტიკურად უნდა გაუმჯობესდეს. მისი ხარისხი და ტექნიკური შესაძლებლობები უმაღლესია.

"ედენ აზარი? ერთმანეთში ბევრი არ გვისაუბრია.

"ასენსიო? მარკო ძალიან მომწონს. მისი დამატება ბევრი კლუბის სურვილია, თუმცა იმედია, ჩვენთან დარჩება.

"ლუნინი? თუ კურტუა კარგად იქნება, ის თამაშს გააგრძელებს. შესაძლოა, ლუნინმა სეზონის დასრულებამდე რამდენიმე თამაში ითამაშოს", - განაცხადა იტალიელმა.


Facebook კომენტარები