2 წლის და 1 თვის წინ
"რეალს" ბელინგემისკენ გზა გაეხსნა? - რა ცნობები ვრცელდება მედიაში
"რეალს" ბელინგემისკენ გზა გაეხსნა? - რა ცნობები ვრცელდება მედიაში
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის დამატებით ინტერესდება.

ამ ტრანსფერში "სამეფო გუნდს" მთავარ წინააღმდეგობას "ლივერპული" უწევს.

იწერებოდა, რომ ინგლისელის დამატებისთვის მერსესაიდელები ყველაფერს გააკეთებენ, თუმცა ბოლო საათებში საინტერესო ცნობები გავრცელდა.

როგორც ცნობილია, "ლივერპული" ახლოსაა ენცო ფერნანდეის დამატებასთან, რომელიც ასევე "რეალის" სამიზნეა.

როგორც ჩანს, ბრიტანელებმა მთავარი ყურადღება ახლა ენცოსკენ მიმართეს, ეს კი "ბლანკოსს" საშუალებას მისცემს, რომ ბელინგემის ტრანსფერისკენ გზა გაეხსნას.


Facebook კომენტარები