1 წლის და 5 თვის წინ
"რეალი" სწორედ ამიტომ ავირჩიე" - რუდიგერის საინტერესო კომენტარი
"რეალი" სწორედ ამიტომ ავირჩიე" - რუდიგერის საინტერესო კომენტარი
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ანტონიო რუდიგერმა გამოცემა "Sport"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

გთავაზობთ, მცირე ამონარიდს გერმანელის ინტევიუდან.

"იყო საუბრები, რომ "ბლანკოსამდე" ჩემი დამატება "პარის სენ-ჟერმენს" სურდა, თუმცა ჩემი არჩევანი უკვე ნათელი იყო. "პსჟ"-ს არაფერს ვერჩი, მაგრამ "რეალი" არის "რეალი" და სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს კლუბი.

"2016 წელს, როდესაც ერთ-ერთ თამაშში ტრავმა მივიღე, ფლორენტინო პერესმა სამოტივაციო წერილი გამომიგზავნა და სწრაფად გამოჯანმრთელება მისურვა. ეს ჩეთვის დაუჯერებელი იყო. პრეზიდენტის წერილი ახლაც სახლში მაქვს შენახული.

"თუ გამარჯვებები გინდა, აუცილებლად "სამეფო გუნდს" უნდა შეუერთდე. 

"კრიტიკის შესაძლო წნეხი "რეალში"? აქ იყო რონალდუ, რომელიც ფანებმა გააკრიტიკეს, მოდრიჩი, ბენზემა და კიდე მრავალი სხვა ფეხბურთელი, რომელიც კრიტიკის ქვეშ იყო და ვინ ვარ მე, რომ არ გამაკრიტიკონ?", - განაცხადა გერმანელმა.


Facebook კომენტარები