2 წლის და 8 თვის წინ
კაზემირო: "რეალამდე მისაღწევად, მათ კიდევ 8 ტიტული სჭირდებათ"
ავტორი
Aa
რამდენიმე დღის წინ, ევროპა ლიგის 1/4 ფინალში "სევილიასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მატჩი გაიმართა, სადაც ანდალუსიელებმა მეტოქე 3:0 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზეც გავიდნენ.
შეხვედრის შემდეგ კაზემირომ საინტერესო კომენტარი გააკეთა, როდესაც ჟურნალისტმა თქვა, რომ "სევილია" ევროპა ლიგაზე ისეთ წარმატებას აღწევს, როგორსაც მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე.
"მათ ბლანკოსამდე მისაღწევად, კიდევ 8 ტიტულის მოგება სჭირდებათ. "სამეფო გუნდს" 14-ჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა", - განაცხადა ბრაზილიელმა.
აქვე გეტყვით, რომ ანდალუსიელებს ევროპა ლიგა ისტორიაში 6-ჯერ აქვთ მოგებული.
რაც შეეხეება კაზემიროს, მან "რეალთან" ერთად ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 5-ჯერ მოიგო.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 თვის და 4 კვირის წინ
კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
6 თვის და 4 კვირის წინ
“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
7 თვის წინ
რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
7 თვის წინ
ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას