როგორც იცით, ლა ლიგის 32-ე ტურში მადრიდის "რეალისა" და ვიგო "სელტას" მატჩი შედგება.
შეხვედრის წინ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.
"ბლანკოსი სიტისთან ფავორიტი არის? ასე არ ვფიქრობ. ყველაფერი თამაშში გამოჩნდება. ვფიქრობ თანაბარი მატჩი იქნება.
"ლა ლიგა? ბოლო თამაშამდე ვიბრძოლებთ. ამ თამაშებს რიტმის შესანარჩუნებლად გამოვიყენებთ
"გრაფიკი საკმაოდ გადატვირთულია. ბოლო 4 დღეში მხოლოდ 8 დღე დავისვენეთ. ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაშ გვიწევს. ლა ლიგა, UEFA, FIFA, და სხვა ფედერაციები ფეხბურთელების გადაღლილობაზე არ ღელავენ.
"მანჩესტერ სიტი? ძალიან კარგ გუნდს ვხდებით, რომელსაც არაჩვეულებრივი შემტევი ჰყავთ.
"ბენზემა ჯანმრთელადაა და სელტასთან თამაშს შეძლებს. ჩელსისთან შეხვედრაში მისი დასნება ვარჩიე და ნაადრევად გავიყვანე.
"რეალს" და სიტის შეუძლიათ ისეთი სტილით ითამაშონ, როგორიც უნდათ, ფეხბურთელების ხარისხის წყალობით. ეს ორი დიდი გუნდია.
"იქნება თუ არა როტაცია სელტასთან? თუ რომელიმე მოთამაშე დაიღალა, დიახ. მინდა, რომ ყველა მოთამაშეს წუთი დავუთმო, რათა მათ შეძლონ რიტმის შენარჩუნება.
"მომავალი სეზონის შემადგენლობაზე საუბარი? კლუბთან ყველაფერზე უკვე ვისაუბრეთ", - განაცხადა კარლომ.