დღეს, "DefensaCentral"-მა მადრიდის "რეალის" შესახებ ახალი და მნიშვნელოვანი სატრანსფერო ინფრომაცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელის ჟოაუ ფელიქსის აგენტმა ხორხე მენდეშმა მისი კლიენტი სწორედ "სამეფო გუნდს" შესთავაზა.
პორტუგალიელ შემტევს "როხი ბლანკოს" მთავარ მწრთვნელთან დიეგო სიმეონესთან ცუდი ურთიერთობა აქვს, რის გამოც იანვარშივე მისი გუნდიდან წასვლაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება "ბლანკოსის" პოზიციას, მათი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ "თეთრებმა" ამ ტრანსფერზე იფიქრონ.
მით უმეტეს, რომ ნებისმიერ კლუბს ჟოაუს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეძენა მინიმუმ 100 მილიონი ევრო დაუჯდება.
აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ უკვე დადასტურდა, რომ "რეალმა" "პალმეირასიდან" ახალგაზრდა ენდრიკ ფილიპსი შეიძინა, სწორედ ამიტომ, მცირე შანსია იმისა, რომ მადრიდელები ფელიქსით დაინტერესდნენ.