2 წლის და 2 თვის წინ

ვენგერი: "ვფიქრობ, მცირე უპირატესობა მანჩესტერ სიტის აქვს"

ავტორი
Aa
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მწრთვნელმა არსენ ვენგერმა მედიასთან მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ამ მომენტში, მგონია, რომ სიტის მცირე უპირატესობა აქვს, რადგან დაცვაში ისინი მეტად სტაბილურები არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ რეალი ახლა უფრო მეტად სახიფათო გუნდია და მათ მეტი ზიანის მოყენება შეუძლიათ, ვიდრე შარშან."
"ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რეალი რეალია, მათ ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შეუძლიათ გოლის გატანა." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდელები და მანჩესტერელები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდებიან.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის წინ

კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
1 თვის და 1 კვირის წინ

“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
1 თვის და 1 კვირის წინ

რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
1 თვის და 1 კვირის წინ

ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას