1 წლის და 9 თვის წინ
ჰოლანდს "რეალში" თამაში ყოველთვის სურდა - საინტერესო ცნობები
ავტორი
Aa
ცნობილმა გამოცემა "TheAthletic"-მა მადრიდის "რეალსა" და ერლინგ ჰოლანდზე საკმაოდ საინტერესო ინფორმცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, ნორვეგიელს "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში ყოველთვის სურდა, თუმცა ამჟამად იგი "მანჩესტერ სიტის" რიგებში ასპარეზობით კმაყოფილია.
წინა რამდენიმე სატრანსფერო ფანჯრის დროს ერლინგი "სამეფო გუნდთან" არაერთხელ დააკავშირეს, მაგრამ მისი ხელში ჩაგდება მხოლოდ "ქალაქელებმა" შეძლეს.
მიუხედავად იმისა, რომ "ბლანკოსმა" კარიმ ბენზემასთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა, არ არის გამორიცხული, რომ მადრიდელები ჰოლანდის გადაბირებაზე მაინც დაფიქრდნენ.
ცნობისთვის, 22 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში "სიტის" შემადგენლობაში 47 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 1 კვირის წინ
მადრიდ რეალის" სავარაუდო შემადგენლობა სევილიას" წინააღმდეგ
1 თვის და 3 კვირის წინ
"ლევერკუზენს" გიულერის დამატება სურს - როგორია "რეალის" პოზიცია ტრანსფერზე
2 თვის და 2 კვირის წინ
სავარაუდო დრო ცნობილია - როდის შეძლებს ალაბა ტრავმიდან დაბრუნებას
3 თვის და 2 კვირის წინ
“ვინისიუს ჯუნიორმა დაიმსახურა ეს…” - ტონი კროოსი კომენტარი ოქროს ბურთზე