1 წლის და 5 თვის წინ
"ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი" - ლამპარდი "რეალთან" მატჩის წინ
"ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი" - ლამპარდი "რეალთან" მატჩის წინ
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსი” 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს.

მატჩის წინ, ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა მედიასთან ისაუბრა:

"ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი. ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ და ვიმსახურებთ აქ ყოფნას. გვესმის, რომ მეტოქე მაღალი დონისაა. ყოველთვის შესაძლებელია ისტორიის შექმნა.

"ჩვენ არ ვართ იქ, სადაც გვინდა ვიყოთ. დაკარგული უკვე ცოტა მეტისმეტია. პრემიერ ლიგის პოზიცია ჩვენი რეალობაა. ამის წინააღმდეგ უნდა ვიმუშაოთ, ვაჩვენოთ ყველანაირად რა შეგვიძლია", - განაცხადა ინგლისელმა.

ცნობისთვის, პირველი შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.


Facebook კომენტარები