1 წლის და 5 თვის წინ
ანჩელოტი: "ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს"
ანჩელოტი: "ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს"
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ლონდონის "ჩელსის" დაუპირსიპირდება.

შეხვედრის წინ, მადრიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა:

“ჩვენ თავს მშვენივრად ვგრძნობთ. ვართ მოტივირებულები, როგორც ყოველთვის. ეს მნიშვნელოვანი მატჩებია მნიშვნელოვან ტურნირზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრული თამაში ერთ დონეზე უნდა ვითამაშოთ. 90 წუთი გვაქვს დარჩენილი და ამ ტიპის ტურნირზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 

ვფიქრობ, ეს კარგი ჟესტია. პრეზიდენტი (იგულისხმება თოდ ბოელი) ყოველი თამაშის შემდეგ რომ მოვიდეს, თავს კომფორტულად ვიგრძნობ. მას უფლება აქვს იცოდეს როგორი სიტუაციაა გუნდში.” - განაცხადა ანჩელოტიმ.

ცნობისთვის, პირველი შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.


Facebook კომენტარები