1 წლის და 5 თვის წინ
"იმედია, ჩელსის ცუდი სერია დღესაც გაგრძელდება" - კურტუა მატჩის წინ
"იმედია, ჩელსის ცუდი სერია დღესაც გაგრძელდება" - კურტუა მატჩის წინ
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსი” 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს.

მატჩის წინ მადრიდელთა მეკარემ, ტიბო კურტუამ მედიასთან ისაუბრა:

“ჩელსი ვალდებულია, რომ შეუტიოს, რადგან გოლის გატანა სურთ და შესაძლოა ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკეთესად შევძლებთ სიტუაციის მართვას. ტაქტიკური მატჩის იმედი გვაქვს და არა გიჟურის. 

"შესაძლოა, ჩელსი პრემიერ ლიგაში კრიზისშია, მაგრამ ყოველთვის რთული მეტოქეა. ადვილი ინგლისური მეტოქე არ არსებობს. 

"სიმართლე გითხრათ, არ მესმის, როგორ მარცხდება ჩელსი პრემიერ ლიგაში. მათ ჰყავთ მსოფლიო დონის მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას. იმედია, ჩელსის ცუდი სერია დღესაც გაგრძელდება”, - განაცხადა კურტუამ.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსიმ” პირველი შეხვედრა ანგარიშით 0:2 დათმო.


Facebook კომენტარები