1 წლის და 5 თვის წინ
"მხოლოდ ამაზე თუ არ ვიფიქრეთ, საქმე გაგვირთულდება" - მილიტაო "ჩელსისთან" მატჩის წინ
"მხოლოდ ამაზე თუ არ ვიფიქრეთ, საქმე გაგვირთულდება" - მილიტაო "ჩელსისთან" მატჩის წინ
ავტორი
Aa

როგორც იცით, დღეს "სტემფორდ ბრიჯზე" ლონდონის "ჩელსისა" და მადრიდის "რეალის" მატჩი შედგება.

შეხვედრის, წინ "ბლანკოსის"ცენტრალურმა მცველმა, ედერ მილიტაომ მედიასთან რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ვინისიუსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მისი გაჩერება თითქმის შეუძლებელია.

"ვარ თუ არა მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი? მგონი, მაგ გზაზე მივდივარ.

"კარლო ანჩელოტიმ ბევრი რამ მასწავლა. მისგან ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ.

"ჩვენ მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეთ. მხოლოდ ამაზე თუ არ ვიფიქრეთ, საქმე გაგვირთულდება.

"ძალიან მომწონს ანჩელოტისთან მუშაობა. კარლო ბრაზილიაში? ამაზე პასუხს თავად ის გაგცემთ. ამ საკითხზე იტალიელს უკვე ვეხუმრეთ, თუმცა კლუბთან ჯერ კონტრაქტი აქვს.

"ძალიან ბევრს ვითხოვ საკუთარი თავისგან. ვმუშაობ სახლში, რათა მაღალი დონე შევინარჩუნო. ამდენი მატჩის გამო, თუ საკუთარ თავზე არ იზრუნებ, ძალიან გართულდება", - განაცხადა ბრაზილიელმა.


Facebook კომენტარები