როგორც იცით, 18 აპრილს, "სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე" "ნაპოლისა" და "მილანის" საპასუხო შეხვედრა გაიმართება.
აღნიშნუნლ შეხვედრასთან დაკავშირებით DefensaCentral-ი საინტერესო ცნობას ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ზემოთხსენებულ დაპირისპირებას მადრიდის "რეალის" სკაუტები დაესწერებიან.
როგორც იწერება, მათი დაკვირვების მთავარი ობიექტები ხვიჩა კვარაცხელია და ბრაჰიმ დიაზი იქნებიან. ეს უკანასკნელი "სამეფო გუნდის" საკუთრებაა და მადრიდელები მისი უკან დაბრუნების საკითხს განიხილავენ.
რაც შეეხება ქართველს, მოგეხსენებათ, კვარა ამდრომდე "ბლანკოსთან" არაერთგზის დააკავშირეს და ახლა "თეთრები" მას უფრო ყურადღებით დააკვირდებიან და შეისწავლიან.
აქვე გეტყვით, რომ ხვიჩამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისური 34 შეხვედრაში მოირგო და თავი 14 გოლთან ერთად, ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემით გამოიჩინა.