1 წლის და 9 თვის წინ
"რეალმა" ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა - მოთამაშეს კლუბში დარჩენა სურს
"რეალმა" ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა - მოთამაშეს კლუბში დარჩენა სურს
ავტორი
Aa

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა "Relevo"-მ მადრიდის "რეალის" შესახებ ახალი სატრანსფერო ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ინფორმაციით, "ბლანკოსს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრაზე ერთი მოთამაშე გასაშვებად უკვე გამზადებულიყო ჰყავს.

საუბარია მარიანო დიასზე, რომელიც მადრიდელთა სამომავლო გეგმებში არ შედის.

როგორც იწერება, "რეალი" 29 წლის შემტევთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს და მას უფასოდ გაუშვებს.

რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, მას "სამეფო გუნდში" დარჩენა სურს, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობა ამ თემას არ განიხილავს.

ცნობისთვის, მარიანო "რეალთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში უმთავრდება.


Facebook კომენტარები