2 წლის და 8 თვის წინ
ფედეს მომდევნო სეზონის მატჩების გამოტოვება ემუქრება - ახალი ცნობები
ფედეს მომდევნო სეზონის მატჩების გამოტოვება ემუქრება - ახალი ცნობები
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელს ფედე ვალვერდეს "ვილიარეალის" მოთამაშესთან ალექს ბაენასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა.

კერძოდ, ურუგვაელმა ნახევარცმველმა მეტოქეს სიტყვიერი შეურაწყოფა არ აპატია და მატჩის შემდეგ მუშტი სახეში ჩაარტყა.

ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უმალვე დაიწყო და პოლიციამ მომხდარის ვიდეო მასალაც ხელში ჩაიგდო.

როგორც ესპანურ მედიაში წერენ, ფედეს 4-12 მატჩამდე დისვლაიფიკაცია ემუქრება და საბოლოო ვერდიქტი მოამვალ თვეს იქნება ცნობილი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ვალვერდე დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონის ლა ლიგის საწყისს ტურებსაც გამოტოვებს.

აქვე გეტყვით, რომ "რეალს" მიმდინარე სეზონში მინიმუმ 11 შეხვდერა დარჩა სათამაშო, თუმცა საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ფედეს საქმეზე გადაწყვეტილებას შემდეგ თვეს მიიღებენ.


Facebook კომენტარები