"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ დღეს საგანგებო პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც ნეგრეირას საქმისა და კლუბისადმი მიმართული ბრალდებების შესახებ ისაუბრა.
გთავაზობთ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მმართველის ყველაზე საინტერესო განცხადებებს, სადაც კომენტარი მადრიდის "რეალზეც" გააკეთა:
"ბლანკოსი" ყოველთვის განიხილებოდა სამეფო კლუბად, რომელიც ძალაუფლებასთან ახლოს იყო. ბოლო 70 წლის განმავლობაში სამსაჯო საკითხებს ისინი წყვეტენ. მსაჯთა კომიტეტში დასაქმებული აღმასრულებლები ყოველთვის "რეალის" ბორდის ყოფილი წევრები იყვნენ.
"ბარსელონას" არასდროს უცდია აბიტრებზე გავლენის მოხდენა. სასამართლო სისტემამ ეს თავად დაადასტურა. მათ ვერ იპოვეს მსაჯების მოსყიდვის მცდელობის მტკიცებულებები, რადგან ისინი უბრალოდ არ არსებობენ.
"მადრიდელების სურვილი, "ბარსელონას" წინააღმდეგ საქმე აღძრას, წმინდად მათ ინტერესებს ემსახურება. "რეალს" მსაჯები ყოველთვის ეხმარებოდნენ. ეს დღემდე გრძელდება, რაზეც ყველამ ვიცით. იმედია, სასამართლო ამას გამოაშკარავებს