2 წლის და 8 თვის წინ
ბრაზილიაში ანჩელოტის ალტერნატივად ჟოზე მოურინიოს განიხილავენ
ბრაზილიაში ანჩელოტის ალტერნატივად ჟოზე მოურინიოს განიხილავენ
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ბევრი იწერება, რომ სეზონის ბოლოს, შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრები მადრიდის "რეალის" მთავარმა მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩაიბაროს.

ბუნებრივია, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კარლო სეზონის ბოლოს "ბლანკოსის" რიგებს დატოვებს.

მაგრამ როგორც თავად ამბობბს, მას სურს, რომ მადრიდელებთან არსებული კონტრაქტი ბოლომდე მიიყვანოს და კლუბში მინიმუმ კიდევ 1 წლით დარჩეს.

ამ თემაზე მარიო კორტეხანა ახალ ცნობებს ავრცელებს, მისი თქმით, ბრაზილიაში კარლოს ალტერნატივად ასევე "ბლანკოსის" ყოფილ დამრიგებელს ჟოზე მოურინიოს განიხილავენ.

როგორც ჩანს, "სელესაოს" ხელმძღვანელობას თავიანთი ნაკრების რიგებში გამოცდილი სპეციალისტის ხილვა სურთ.


Facebook კომენტარები