1 წლის და 9 თვის წინ
"რეალი" ბელინგემთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს - ფაბრიციო რომანო
"რეალი" ბელინგემთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს - ფაბრიციო რომანო
ავტორი
Aa

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ბორუსიას "დორტმუნდის" ფეხბურთელის, ჯუდ ბელინგემისა და მადრიდის"რეალის" ურთიერთობაზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

მოგეხსენებათ, "ბლანკოსი" დიდი ხანია ინგლისელის გუნდში მოყვანას გეგმავს და ამასთან დაკავშირებით სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რომანოს ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველის გუნდსა და "სამეფო კლუბს" შორის კარგი ურთიერთობაა რაც დამატებითი ფაქტორია გადაწყვეტილების მიღებაში.

აქვე გეტყვით, რომ ინგლისელს მიმდინარე სეზონში 26 მატჩი აქვს ჩატარებული, თავი კი 4 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები