1 წლის და 8 თვის წინ
"მჯერა, რომ "რეალში" დავრჩები" - ანჩელოტის პრესკონფერენცია "კადისთან" მატჩის წინ
"მჯერა, რომ "რეალში" დავრჩები" - ანჩელოტის პრესკონფერენცია "კადისთან" მატჩის წინ
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალისა" და "კადისის" მატჩის წინ, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.

"ვინისიუსი და კროოსი გადაიღალნენ. ისინი ხვალ დაისვენებ. მათ "ჩელსისთან" თამაში თავისუფლად შეეძლებათ.

"გარდა ამ ორისა, კიდევ რამდენიმე მოთამაშეა გადაღლილი. ვნახავთ, ხვალ ვინ ითამაშებს.

"სიტი და რეალი ნახევარფინალში? ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ორივე გუნდს საპასუხო მატჩი აქვს სათამაშო.

"კამავინგა აშკარად პროგრესს განიცდის. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ პოზიციაზეა იგი.

"აზარი ხვალ სასტარტოში? არ ვიცი. შეიძლება რამდენიმე წუთი მივცე.

"ბენზემა? ფრანგმა "ჩელსისთან" კარგად ითამაშა. კარიმი ხვალ ითამაშებს.

"მჯერა, რომ მომავალ სეზონშიც ამ კლუბს გავწრთვნი. ჩემი სურვილია, კონტრაქტის ამოწურვამდე "ბლანკოსში" დავრჩე", - განაცხადა იტალიელმა.


Facebook კომენტარები