2 წლის და 8 თვის წინ
აზარი არსად მიდის - მისი სურვილი "რეალში" დარჩენაა
აზარი არსად მიდის - მისი სურვილი "რეალში" დარჩენაა
ავტორი
Aa

მიუხედავად იმისა, რომ ედენ აზარის მადრიდის "რეალიდან" შესაძლო წასვლაზე ბევრი იწერებოდა, ბელგიელი "სამეფო გუნდში" რჩება.

ამის შესახებ ახალ ცნობებს Marca ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აზარს სურს, რომ მისი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც იგი "რეალში" 2024 წლამდე უნდა დარჩეს, ბოლომდე მიიყვანოს.

აღსანიშნავია, რომ კლუბი მას წასვლისკენ მოუწოდებდა, თუმცა ედენმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

თუ ვითარება ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ, იგი მომდევნო წელს გუნდს უფასოდ დატოვებს.


Facebook კომენტარები