2 წლის წინ
"უფრო მეტიც შეგვეძლო" - ვინისიუსის კომენტარი "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ
"უფრო მეტიც შეგვეძლო" - ვინისიუსის კომენტარი "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ
ავტორი
Aa

როგორც იცით, გუშინ მადრიდის "რეალისა" და ლონდონის "ჩელსის" დაპირისპირება შედგა, სადაც მადრიდელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს.

შეხვედრის შემდეგ, "ბლანკოსის" ვინგერმა, ვინისიუს ჟუნიორმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, რაც მიმდინარე სეზონში ვითამაშეთ. დიდ კლუბს შევხვდით და ვიცით, როგორი რთული საპასუხო მატჩი გველის.

"შეგვეძლო უკეთესი შედეგი დაგვედო და მეტი უპირატესობა მოგვეპოვებინა.

"ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივება? იმედია, ახალ ხელშეკრულებას გავაფორმებ და აქ კიდევ მრავალი წელი დავრჩები. "რეალის" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია.

"ისეთი კარგი თამაში ჩავატარეთ, რომ 2:0 ცუდ შედეგად მოსჩანს. მეტი შეგვეძლო", - განაცხადა ვინიმ.


Facebook კომენტარები