2 წლის და 8 თვის წინ
ალაბა: "ეს ჩვენთვის სტანდარტია, რადგან რეალი ყველაზე დიდი გუნდია"
ალაბა: "ეს ჩვენთვის სტანდარტია, რადგან რეალი ყველაზე დიდი გუნდია"
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" მცველმა დავიდ ალაბამ მედიასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ, ამ ინტერვიუს მცირე მონაკვეთს.

"ჩემპიონთა ლიგაზე, ბუნებრივია, დიდი წნეხია, თუმცა ჩვენ გვიყვარს, როცა წნეხის ქვეშ ვთამაშობთ. ეს სტანდარტია, რადგან რეალი მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია."

"ბაიერნი-სიტის წყვილში, რა თქმა უნდა, ბაიერნს ვქომაგობ."

"ბენზემა? ის საოცარი ლიდერია. კარიმი ვინის ძალიან ეხმარება და ეს მათ მსოფლიოში საუკეთესო დუეტად აქცევს."

"მირჩევნია ცენტრალურ მცველად ვითამაშო, რადგან აქ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს."

"ვალვერდეს ინციდენტი? ფედემ იცის, რომ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. ის თავს კარგად გრძნობს. მეტი არაფრის ტქმაარ შემიზლია." - განაცხადა ალაბამ.


Facebook კომენტარები